05:26 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 16:27:18, 872 ნახვა

სამართალი
მეგის ქარადავასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით სუს-ში ბრიფინგი გაიმართება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.

ბრიფინგი ე.წ. მოდულის შენობაში 17:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სუს-იდან აცნობეს, ბრიფინგი მეგის ქარადავასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით გაიმართება.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ  სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა.

ქარდავას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ბრალის დადგენილებაში განმარტებულია, რომ მეგის ქარდავამ მკვლელობა რომან დუმბაძის მხრიდან საქართველოს ღალატის მიზეზით შეუკვეთა. ადვოკატი პროკურატურას რუსეთის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს.  მისივე განცხადებით, ძიება კრემლის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მიმდინარეობს და რუსეთს ქარდავას ექსტრადირების საფუძველს აძლევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics