|
2016-04-07 15:52:05, 1137 ნახვა
მსოფლიო
Amnesty International: მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილით დასჯის შემთხვევებმა იმატა
1989 წლიდან სიკდვილით დასჯის შემთხვევებმა მსოფლიოს მასშტაბით იმატა და მაქსიმუმს მიაღწია, - ამის შესახებ დასავლური მედია ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Amnesty International-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც Amnesty International იტყობინება, 2015 წელს მსოფლიოს მასშტაბით 1634 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, რაც 2014 წელთან შედარებით 50%-ით მეტია. სიკვდილით დასჯის საერთო რაოდენობის 89% წილი ირანზე, პაკისტანსა და საუდის არაბეთზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებში ჩინეთში სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა არ არის ასახული, რადგან ჩინეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციას საჯაროდ არ აქვეყნებს. როგორც Amnesty International აცხადებს, იქ სავარაუდოდ ათასობით ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. მათივე თქმით, სიკვდილით დასჯაში ჩინეთი ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ 2015 წელი იყო პირველი წელი როდესაც ძალიან ბევრ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)