|
2026-07-22 17:08:55, 441 ნახვა
საზოგადოება
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მსოფლიოს საბანკო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად იმ ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს, რომლებიც მდგრადი განვითარების, ინოვაციებისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკის მიმართულებით გამორჩეულ ინიციატივებს ქმნიან. შესაბამისად, ESG კატეგორიაში საუკეთესოს წოდება კი იმ ბანკებს ენიჭებათ, რომლებიც გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მიმართულებებით მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებენ და ქვეყნის მდგრად განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივებისა და მიღებული შედეგების შეფასების შემდეგ, Euromoney-ს ჟიურიმ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. საქართველოს ბანკისთვის მდგრადობა ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ბანკი აქტიურად აფართოებს მდგრადი დაფინანსების პორტფელს, ESG რისკებს აერთიანებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მხარს უჭერს საქართველოს დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლას, ავითარებს ინკლუზიურ ფინანსურ პროდუქტებს და ნერგავს მდგრადი მმართველობის საუკეთესო პრაქტიკებს. ამ მიდგომით ბანკი ქმნის გრძელვადიან ღირებულებას მომხმარებლებისთვის, ინვესტორებისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის. “ESG მიმართულებით Euromoney-ის ჯილდოს ზედიზედ მეორედ მიღება ადასტურებს, რომ საქართველოს ბანკისთვის მდგრადობა ბიზნესის განვითარების განუყოფელი ნაწილია. ეს აღიარება გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც გრძელვადიან ღირებულებას ქმნის ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისა და ქვეყნისთვის“, - აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, Euromoney Awards for Excellence უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიოს მასშტაბით ავლენს და აჯილდოებს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც თავიანთ ბაზრებზე საუკეთესო პრაქტიკებსა და ინოვაციურ მიდგომებს ნერგავენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)