23:21 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-22 17:05:53, 461 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე სანაიაზე: საქართველო სწრაფად მიექანება კრემლის სტილის რეპრესიებისკენ

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს და ვახო სანაის დაკავებას აფასებს.

შეგახსენებთ, ვახო სანაია სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო დააკავეს. მას 14 დღით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

"ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ფეისბუკპოსტის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება აჩვენებს, რამდენად სწრაფად მიექანება საქართველო კრემლის სტილის რეპრესიებისკენ.

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოვში საკუთარ მბრძანებლებს გადაასწრებს.

ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს.

სოლიდარობა ვახო სანაიას!", - წერს ის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics