|
2026-07-20 12:54:34, 651 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ცენზურის სამსახურზე - გარკვეული დრო სჭირდება, შედეგი აუცილებლად გვექნება
ვინც საღად აზროვნებს, არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის კითხვაზე სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის არსებობის შესახებ. მისივე თქმით, მსგავსი ქმედებების წახალისება გარედან თავს მოხვეულია და ამ მიზნით გარკვეული ოდენობის თანხაც იხარჯება. „თუ დავაკვირდებით ტენდენციას, სიძულვილის ენა, პოლარიზაცია, დაპირისპირების მცდელობა, რევოლუციების მოწყობა, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, წახალისება გარედანაა თავს მოხვეული და წლების განმავლობაში ასობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა ამ ყველაფერში“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მერის განმარტებით, ამ მიზნით შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც გარკვეულ შედეგებსაც დადებს. „სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა. შეიძლება, ვინმე არ მოგწონდეს, ვინმეს გაკეთებული საქმე შენთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. ამის გამო შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. გარკვეული დრო სჭირდება, შედეგი აუცილებლად გვექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)