|
2026-07-17 20:43:06, 1453 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპმა კობახიძეს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღისადმი მილოცვისთვის მადლიერების წერილი გაუგზავნა, იტყობინება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. წერილში ნათქვამია: „დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით მილოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის დაარსების და ამერიკელი ხალხის დამახასიათებელი თავისუფლების, გამძლეობისა და ურყევი სულისკვეთების დღესასწაულია. ჩვენ ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ღრმად ვაფასებთ იმ პარტნიორების მეგობრობას, რომლებიც პატივს სცემენ ამ იდეალებს. ჩვენი დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მადლიერები ვართ თქვენი, რომ შემოგვიერთდით ამერიკული პრინციპების - სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის - აღნიშვნაში. გულწრფელად ვაფასებ თქვენს გააზრებულ გზავნილს. ჩვენი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთად მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მნიშვნელოვან პროგრესს. „მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ უფრო უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)