00:25 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-17 14:53:56, 1094 ნახვა

საზოგადოება
ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება ახალ ფაზაშია, აშშ-მა ირანზე იერიშის მე-6 ტალღა განახორციელა

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება ახალ, ფაზაში გადავიდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშების მეექვსე ტალღა განახორციელა, რაც ჰორმუზის სრუტესა და მის მიმდებარე წყლებზე კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად. 

 აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (Centcom) ცნობით, დარტყმები მიმართული იყო ირანის სამხედრო ლოჯისტიკაზე, საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო მეთვალყურეობის ინფრასტრუქტურაზე.

 პარალელურად, ამერიკულმა საზღვაო ძალებმა ირანის პორტების ბლოკადა დაიწყეს და რამდენიმე ნავთობტანკერი გადაამისამართეს.

ირანული მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამერიკულმა იერიშებმა სამხედრო ობიექტების გარდა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც დააზიანა — მათ შორის ხიდები, ელექტროსადგურები, რკინიგზის სადგური და აეროპორტი, რამაც რამდენიმე პროვინციაში ენერგომომარაგების გათიშვა და მსხვერპლი გამოიწვია. 

თავის მხრივ, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) საპასუხო დარტყმები მიაყენა აშშ-ის ობიექტებს ომანში, სირიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ხოლო ქუვეითში ირანულმა იერიშებმა წყლის გამტკნარებისა და ენერგოსისტემის ინფრასტრუქტურა დააზიანა.

კრიზისის პარალელურად, სრულად პარალიზებულია ჰორმუზის სრუტე — გლობალური ენერგომომარაგებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზღვაო არხი, რაც თეირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA) ნავთობის მიწოდების შეფერხებისა და გლობალური ეკონომიკური რისკების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. შექმნილი კრიტიკული ვითარების ფონზე, ჩინეთმა და პაკისტანმა მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებთან დაბრუნებისკენ მოუწოდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics