|
2026-07-16 12:35:25, 1435 ნახვა
საზოგადოება
SBU-ს ოპერაცია შავ ზღვაში: რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები „კოზაკ მამაის“ სამიზნე გახდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) საზღვაო უპილოტო აპარატებმა „კოზაკ მამაიმ“ შავ ზღვაში მორიგი წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს და რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორ ტანკერს — „Louise 1“-სა და „Banda“-ს მიაყენეს დარტყმა. ორივე გემი აქტიურად მონაწილეობდა ბალტიის ზღვის აუზში რუსული ნავთობის უკანონო ტრანსპორტირებაში, თუმცა მოგვიანებით ისინი ნოვოროსიისკის პორტისკენ გადაამისამართეს. ოპერაციის მსვლელობისას მტრის დაზვერვამ უკრაინული საზღვაო დრონები აღმოაჩინა. რუსულმა ავიაციამ უპილოტო კატარღების მიმართულებით ჰაერიდან ინტენსიური ცეცხლი გახსნა, თუმცა იერიში უშედეგო აღმოჩნდა — „კოზაკ მამაიმ“ დასახულ მიზანს მიაღწია. SBU-მ ჯერ კიდევ 2023 წელს წარადგინა მტკიცებულებები იმისა, თუ რატომ ინარჩუნებენ აღნიშნული საზღვაო დრონები საბრძოლო შესაძლებლობებსა და მანევრირებას პირდაპირი ცეცხლის ქვეშ მოხვედრის შემდეგაც კი. მაღალი გამძლეობა, დაბალი შესამჩნეობა და კონსტრუქციული მდგრადობა მათ შავ ზღვაში რუსული სამხედრო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ეფექტურ იარაღად აქცევს. „კოზაკ მამაი“ (Sea Baby-სთან ერთად) უკრაინული წარმოების მრავალფუნქციური საზღვაო დრონია, რომელსაც შეუძლია როგორც დაზვერვა, ისე დიდი მანძილიდან დამრტყმელი ოპერაციების განხორციელება. «ჩრდილოვანი ფლოტის» ტანკერები კი რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლითა და ნავთობის ექსპორტის გასაგრძელებლად გამოიყენება- ინფორმაცაიას და ვიდეომასალას უკრაინული ტელეგრამჩატი ავრცელებს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)