|
2026-06-30 14:24:18, 655 ნახვა
საზოგადოება
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები
თიბისის მხარდაჭერით 2-4 ივლისს დიზაინის ინსტიტუტი უკვე მეოთხედ უმასპინძლებს „სოციალური დიზაინის დღეებს“. მეოთხე გამოცემის თემა ფოკუსირდება ცირკულარულ დიზაინსა და მდგრად ინოვაციებზე. 3 დღის განმავლობაში 20-ზე მეტი ქართველი და შვიდი ქვეყნიდან ჩამოსული საერთაშორისო სპიკერი, სტარტაპერი, ურბანისტი და დიზაინერი ისაუბრებს მასალების ხელახალ გამოყენებაზე, ორგანულ წარმოებაზე, პროდუქტის გამძლეობასა და ახალ ბიზნესმოდელებზე. კონფერენცია შინაარსობრივად დაფარავს: არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების საკითხებს, გადამუშავებული და ორგანული მასალების გამოყენებას ყოველდღიურობაში, მოდის ინდუსტრიისა და მდგრადი მასალების გამოყენების ტრენდებს. ჩატარდება სამუშაო სესიები, მოხსენებები, ლექციები, გამოფენები, დისკუსიები და გასვლითი სესიები. კონფერენციის ფარგლებში, 2 ივლისს, სპეციალურად თიბისი ტექსკოლის კურსდამთავრებულებისთვის გაიმართება ვორქშოფი. უფროსკლასელები გუნდურად შექმნიან ინტერაქტიული ტექსტურ თამაშს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და პრაქტიკულად გაეცნობიან პროდუქტის სასიცოცხლო ციკლსა და ციკლური ეკონომიკის პრინციპებს. თამაშის შექმნის პროცესში მოსწავლეები იდეის გენერირებიდან პროდუქტის გადამუშავებამდე ყველა ეტაპს გაივლიან, შეიმუშავებენ თამაშის კონცეფციასა და სცენარს. ბოლოს კი შეაფასებენ საკუთარი პროექტის სოციალურ და გარემოზე გავლენას, რითაც განივითარებენ როგორც ტექნოლოგიურ, ასევე შემოქმედებით უნარებს. ივლისის პროგრამაში მონაწილეობენ: Circular Design Studio Hamburg, BFGF Design Studio, Mutter, UNIDCOM-IADE, Kona Books, IDAAF Architects & Lab, Nahaku Studio, Plastenco, Kasuri, Arjakeli, Ventilator, Plastic Watcher, Common Land Project, Aktusheti, Mziuri, Tene. კონფერენცია გააერთიანებს ყველასთვის, ვისაც აინტერესებს მდგრადი და ცირკულარული დიზაინი, ცირკულარული ეკონომიკა და ინოვაციური მიდგომები სისტემური ცვლილებებისადმი. ის განსაკუთრებით საინტერესო იქნება არქიტექტორებისთვის, დიზაინერებისთვის, მკვლევრებისთვის, სტუდენტებისთვის, სტარტაპებისთვის, სამოქალაქო სექტორში დასაქმებულებისა და ყველა იმ ადამიანისთვის ვინც მუშაობს ცირკულარული მოდელების, სისტემური დიზაინისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით. სამუშაო სესიებზე რეგისტრაცია დაიწყო. აბონემენტის შესაძენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ designinstitute.ge.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)