05:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 11:45:43, 529 ნახვა

პოლიტიკა
ფილიპ ბრიდლავი: თუ პუტინი საზღვარზე გადავა ნატო-სთან ექნება საქმე

რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაკავებლად ნატო-მ აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში საკუთარი ძალები უნდა განალაგოს, - ამის შესახებ BBC ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურის ფილიპ ბრიდლავის ინტერვიუზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ნატო რუსეთის ქმედებებს უნდა აკვირდებოდეს, რადგან პუტინი არმიაში ინვესტირებასა და სამხედრო პოტენციალის გაზრდას განაგრძობს,

“თუ პუტინი საზღვრის იქით გაიხედება, მიხვდება რომ იქ ნატო-ა და არა რომელიმე ქვეყანა, ხოლო საზღვარზე თუ გადავა ნატო-სთან ექნება საქმე“, - განაცხადა ბრიდლავმა.

როგორც ბრიდლავი თვლის, ვლადიმერ პუტინმა ძლიერი არმიის შექმნა შეძლო.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რობერტ უორკმა განაცხადა, რომ პენტაგონი აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების გაზრდას გეგმავს, კერძოდ, რეგიონში მძიმე ჯავშანტექნიკა და 4 200 სამხედრო განლაგდება.

პენტაგონის მოსაზრებით, ეს ზომა აუცილებელია აღმოსავლეთ ევროპის რუსეთის „მზარდი“ აგრესიის დასაცავად, თუმცა გეგმა ჯერ აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics