|
2026-06-15 16:18:44, 1519 ნახვა
სამართალი
Facebook-ის კომენტარში ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის შოთა თუთბერიძე 4 000 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე Facebook-ის კომენტარში ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო. 2026 წლის 1 ივნისს ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ეხება ივანიშვილის პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტით კანადაში ყოფნას. პოსტის კომენტარებში შოთა თუთბერიძემ დაწერა: "მანდაც დედის ტრ**ი უნდა გაგინონ, ნინიკო, თუ უბრალოდ ზოოპარკს ნახავთ და უცებ წამოხვალთ?" აღსანიშნავია, რომ სასამართლოში საჩივარი ივანიშვილის წარმომადგენელს არ შეუტანია. საქმის წარმოება შსს-ის "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ" დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს გულისხმობს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)