15:19 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 16:48:49, 576 ნახვა

საზოგადოება
მუქარის შემცველი ზარები აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით

აღსრულების ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ აღმასრულებლის სახელით განხორციელებული მუქარის შემცველი ზარებისა თუ შეტყობინებების შესახებ, აცნობონ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურს. მსგავსი ტიპის შანტაჟისა და მუქარისთვის ბიუროში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული ფოსტა და ფუნქციონირებს ცხელი ხაზის ნომერი -(032) 2 749 649. Mail: Report@nbe.gov.ge

"შევახსენებთ მოქალაქეებს, რომ იძულებითი აღსრულების ფარგლებში სხვის საკუთრებაში შესვლას, ქონების დაყადაღებას, აღწერას და სხვა იძულებით ღონისძიებებს, აქვს თავისი ფორმები და ის რეგულირდება კანონით სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, სხვა პირს, სხვა სუბიექტს არ აქვს მსგავსი ქმედების განხორციელების უფლება.
მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველი ზარები არ ხორციელდება ბიუროს მხრიდან, რომელსაც აღსრულების პროცესისადმი სხვა, მხარეების მორიგებაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს. ეს ზარები, სამწუხაროდ, ხორციელდება კერძო პირებისა და ზოგიერთი კომპანიის მიერ, რა დროსაც, მეტი დამაჯერებლობისთვის, ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელის გამოყენება. 
ბოლო წლების განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზანია,  შეასრულოს მედიატორის როლი, რათა მხარეებს შორის დავა მორიგებით დასრულდეს",-ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics