|
2026-06-05 13:03:08, 3592 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
თიბისი კაპიტალი პირველი ქართული საინვესტიციო ბანკია, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს უზბეკეთის ფასიან ქაღალდებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. ამჯერად საინვესტიციო ბანკმა პარტნიორებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UZNIF) აქციები შესთავაზა, რომელიც ლონდონისა და ტაშკენტის საფონდო ბირჟებზე წარმატებით დაილისტა. ეს პირველი მასშტაბური საერთაშორისო განთავსებაა უზბეკეთის ისტორიაში. თიბისი კაპიტალი აქციების პირველადი განთავსების (IPO) პროცესში აქტიურად იყო ჩართული და საერთაშორისო ინვესტორებს საშუალება მისცა, უზბეკეთის წამყვან სახელმწიფო კომპანიებში განეხორციელებინათ ინვესტიცია. თიბისი კაპიტალი რამდენიმე წელია აქტიურად საქმიანობს უზბეკეთში. საინვესტიციო ბანკი ტაშკენტის საფონდო ბირჟის პირველი საერთაშორისო წევრია, მონაწილეობს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში და საერთაშორისო ინვესტორებს აზიის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკაში ინვესტირებას სთავაზობს. „უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის IPO მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა რეგიონის კაპიტალის ბაზრებისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში საწყისი ეტაპიდანვე ვიყავით ჩართული და ჩვენი წვლილი შევიტანეთ. თიბისი კაპიტალი რამდენიმე წელია მუშაობს უზბეკეთში და უკვე 10-მდე განთავსებაში მივიღეთ მონაწილეობა, 3 ტრანზაქციაში კი ემიტენტის მრჩევლის ფუნქცია შევითავსეთ. თიბისი კაპიტალი ერთადერთი ქართული საინვესტიციო ბანკია, რომელიც ინვესტორებს უზბეკურ კაპიტალის ბაზარზე სრულყოფილ წვდომას სთავაზობს. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის, როგორც საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, პოზიციებს რეგიონში”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)