|
2026-06-04 12:56:38, 1817 ნახვა
საზოგადოება
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
M25 თანამედროვე სტანდარტების პრემიუმ საოფისე კომპლექსია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, მთაწმინდაზე ამოქმედდა. პროექტი 4,500 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. ბიზნესცენტრში განხორციელებული ინვესტიცია 8.5 მილიონი ევროა, საიდანაც 1.3 მილიონი ევრო თიბისის დაფინანსებაა. M25 ქართულ ბაზარზე სრულიად ახალ კონცეფციას ამკვიდრებს. ბიზნესცენტრის მიზანია, შექმნას სამუშაო გარემოს ახალი სტანდარტი, სადაც პროფესიონალებს შეეძლებათ, შენობიდან გასვლის გარეშე ისარგებლონ გამაჯანსაღებელი და გასართობი აქტივობებით. შედეგად, პროექტი აერთიანებს საოფისე და საერთო სამუშაო სივრცეებს, საკონფერენციო ინფრასტრუქტურას, ფიტნეს დარბაზს, საუნას, სპა-პროცედურების ოთახსა და იოგას სტუდიას. სულ მალე კომპლექსის ბოლო სართულზე მაღალი კლასის რესტორანი განთავსდება ქალაქის პანორამული ხედებით, რომელიც მოემსახურება როგორც ბიზნესცენტრის მომხმარებლებს, ასევე სტუმრებს და შესაძლებელი იქნება საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების გამართვა. პირველ სართულზე კი მომხმარებლებს “ანტრეს” კაფეტერიების ქსელი მოემსახურება. ბიზნესცენტრში უკვე წარმოდგენილია არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის: “შატო მუხრანი”, Georgian Wines and Spirits, სასტუმრო ibis Tbilisi Airport-ის დეველოპერი და მმართველი კომპანია - Fujin Silk Properties, Ferring Pharmaceuticals-ის წარმომადგენლობა საქართველოში, მონაკოს საკონსულო და სხვა. ამ ეტაპზე სამსართულიან ბიზნესცენტრში მხოლოდ 1 500 კვ.მ ფართობია გასაქირავებელი. თიბისისთან პარტნიორობით, M25 პრემიუმ საოფისე უძრავი ქონების ბაზრის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს ქმნის. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს ბაზარზე თანამედროვე და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სტანდარტების დამკვიდრებას, სადაც ბიზნესის, სერვისისა და ცხოვრების სტილის კომპონენტები ერთ სივრცეში ერთიანდება.
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)