|
2026-05-20 11:40:59, 2303 ნახვა
ეკონომიკა
თიბისიმ ერთგული საკრედიტო ბარათი განაახლა - სურვილები ახლოვდება
ახალი ვიზუალური იდენტობა, გამარტივებული პირობები და გაზრდილი სარგებელი- თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათის მომხმარებლებისთვის სურვილების ასრულება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა. გართობა, კინოსა თუ კონცერტის ბილეთები, ტანსაცმელი, მოგზაურობა, ტექნიკა - ერთგული საკრედიტო ბარათით სურვილები აღარ არის შორეული, რადგან ის გაძლევს შესაძლებლობას, შენთვის სასურველი ხარჯები გაწიო მაშინ, როცა გჭირდება და აღარ დაელოდო დროს, როცა შესაბამისი ფინანსები გამოგიჩნდება. საკრედიტო ბარათი არის ყოველდღიური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი გამოიყენო იმ მომენტში, როცა გჭირდება და არ თქვა უარი სურვილებსა და საჭიროებებზე. გარდა ამისა, თუ ლიმიტს საშეღავათო პერიოდში დაფარავ, დამატებითი პროცენტი აღარ დაგერიცხება. რაც ნიშნავს, რომ სურვილების ასრულება შესაძლებელია დამატებითი ფინანსური ტვირთის გარეშე. ამ პრინციპზეა აგებული თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათიც - ახლა უფრო მარტივი წესებით, მკაფიო ვადებით და გაუმჯობესებული პირობებით, რათა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, როგორ მართავს საკუთარ ხარჯებს და ამავდროულად მაქსიმალურად ისარგებლოს ქეშბექითა და სხვა სარგებლით. პროდუქტის მთავარი სიახლეები:
მათ, ვინც უკვე სარგებლობს ერთგული საკრედიტო ბარათებით, ჩვეულებრივ გააგრძელებენ სარგებლობას პირობებით, რომელიც ბარათის აღებისას ჰქონდათ, თუმცა ახალი მომხმარებლები ისარგებლებენ მხოლოდ განახლებული ბარათებითა და პირობებით. ერთგული საკრედიტო ბარათის დამტკიცება და აღება სულ რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშე, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი. "სურვილები ახლოვდება" - ეს არის კამპანია ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ გადახდებში მეტ სარგებელს ეძებენ და სურთ, ფინანსური გადაწყვეტილებები მათ სურვილებს უფრო აახლოებდეს. ერთგული საკრედიტო ბარათის რებრენდინგით თიბისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მომხმარებელზე ორიენტირებულობას- მათი საჭიროებების უკეთ გააზრებას და ყოველდღიურობის გამარტივებას. კომპანია ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას და მომხმარებლებს მომავალშიც ბევრ სიახლეს ჰპირდება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)