|
2026-05-19 11:28:23, 6521 ნახვა
ეკონომიკა
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
COSRX კორეული თავის მოვლისა და კოსმეტიკური პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი ბრენდია, რომლის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია PSP-ა. ბრენდის ყოველთვიურ საინფორმაციო ბიულეტენში აღნიშნულია: „ჩვენ ვაღიარეთ EMEA-ს რეგიონის პარტნიორები, რომლებმაც სხვადასხვა კატეგორიაში განსაკუთრებული მიღწევები აჩვენეს. კრეატიულობის, თავდადებისა და პირველი კვარტლის განმავლობაში გამორჩეული მარკეტინგული ძალისხმევის წყალობით, PSP შეირჩა ჩვენს პირველი კვარტლის საუკეთესო მარკეტინგულ პარტნიორად“. წლებია, კომპანია საქართველოში საუკეთესო კორეული ბრენდების ფართო ასორტიმენტს ხელმისაწვდომს ხდის საქართველოს მასშტაბით თითოეული მოქალაქისთვის. „PSP არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, თუმცა თითოეული აღიარება და გამარჯვება, კომპანიისთვის სიხარულთან ერთად პასუხისმგებლობას უკავშირდება. პასუხისმგებლობას, როგორც პარტნიორი კომპანიების, ასევე ჩვენი მომხმარებლის წინაშე. „კოსარექსი“ ერთ-ერთი ახალი ბრენდია ჩვენს ქსელში, ამდენად კიდევ უფრო სასიამოვნოა პარტნიორის მხრიდან აღიარება, თუმცა ქართველ მომხმარებლებში კოსარექსის პროდუქტების პოპულარობის გარეშე, ეს შედეგი მიღწეული ვერ იქნებოდა. კორეული ბრენდების პროდუქცია PSP-ს ერთ-ერთი მთავარი და მზარდი მიმართულებაა, მუდმივად ვამატებთ ახალ ბრენდებს და ვაფართოებთ ასორტიმენტს. უახლოეს მომავალში ქართველ მომხმარებელს კიდევ არაერთ ცნობილ კორეულ ბრენდს შევთავაზებთ“- აცხადებენ PSP-ში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)