|
2016-04-03 10:40:18, 1306 ნახვა
რეგიონი
ე.წ. მთიანი ღარაბაღის თავდაცვის უწყება: ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის ე.წ. შეხების ხაზის მთელ პერიმეტრზე ვითარება მძაფრი რჩება
მთიანი ღარაბაღის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის ე.წ. შეხების ხაზის მთელ პერიმეტრზე არსებული ვითარება მძაფრი რჩება. ინფორმაციას ე.წ. ღარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის ბანაკის პრესს სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დამოუკიდებელი ღარაბაღის ჯარის მოწინავე ქვედანაყოფები თავდაცვით ბრძოლებს წარმატებით მართავენ. "მოწინააღმდეგე განიცდის მძიბე დანაკარგებს. 1-დან 2 აპრილზე ღამით და მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანულმა მხარემ ჯამში 200-ზე მეტი ადამიანი, ცოცხალი ძალა დაკარგა. მხოლოდ ტალისის მიმართულებით 30-ზე მეტი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, სპეციალური დანიშნულების ჯგუფი, იყო განადგურებული. მარტაკერტის მიმართულებით განადგურდა მოწინააღმდეგის 2 ტანკი, 2 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო ჩრდილოეთის მიმართულებით -1 ვერთმფრენი. ყველაზე მაშტაბური შეტაკებები სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიმდინარეობს. მოწინააღმდეგემ, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მათ შორის მმ-21 („გრად“-ი) დანადგარების გამოყენებით მიზანში არა მხოლოდ თავდაცვის ჯარის პოზიციები, არამედ რესპუბლიკის შიდა რაიონებში განლაგებული მშვიდობიანი სოფლებიც აიღო. ამ მიმართულებით 12:30-ზე თავდაცვის ბანაკის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მოწინააღმდეგის ერთი ვერთმფრენი და 1 ტანკი განადგურდა. სამწუხაროდ, მძიმე შეტაკებების შედეგად ღარაბაღის მხარემაც განიცადა დანაკარგები",-ნათქვამია ე.წ. მთიანი ღარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის ბანაკის პრესს სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)