11:29 - 13 Jun, 2026
|
2026-05-07 13:25:21, 1315 ნახვა
პოლიტიკა
9 მაისს მოსკოვში მობილურ ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდება
9 მაისს მოსკოვში მობილურ ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტროს განცხადებით, შეზღუდვების დაწესების მიზეზი „9 მაისს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“. „მოსკოვში მობილურ ინტერნეტზე, მათ შორის „თეთრ სიაში“ არსებულ ვებგვერდებსა და SMS შეტყობინებების სერვისებზე წვდომა დროებით შეიზღუდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, 9 მაისს მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება. კრემლში განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინის მხრიდან „ტერორისტული საფრთხეა“.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)