|
2026-05-06 13:23:50, 5366 ნახვა
ეკონომიკა
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
ონცენტრირებულები ვართ ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციაზე და ნორმალიზებაზე, რათა ჩვენ შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა და დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, სებ-მა გადაწყვეტილება მიიღო, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა. " მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით ჩვენ გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს. ანუ ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია. ამიტომაც ვართ კონცენტრირებულები ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციაზე და ნორმალიზებაზე, რათა ჩვენ შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა და დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე, ასევე დავაზღვიოთ ის, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე, ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ 3.0 პროცენტს, როგორც ეს იყო ნავარაუდევი, ვიდრე დაიწყებოდა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი და ნავთობის ფასების ზრდა“, – განაცხადა თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)