00:12 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-30 13:55:31, 2692 ნახვა

ეკონომიკა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს

„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების წინააღმდეგ რეგულირებაა საჭირო. არაკეთილსინდისიერები ხორავამ უწოდა წვრილმან კომპანიებს, რომლებიც საცალო ვაჭრობაში კონკურენციას უწევენ დიდ მოთამაშეებს. ხორავამ ამის შესახებ ფასების საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა.

როგორც ვასილ ხორავა აღნიშნავს, სექტორში კონკურენცია მაღალია.

"რამდენიმეჯერ დაგვიყენებია ინიციატივა და ალბათ, მომავალშიც დავაყენებთ, რომ რაღაც რეგულაციები მეტი მივიღოთ. ჩვენ ვხედავთ მოთამაშეებს, რომლებიც ბაზარზე შემოდიან არაკეთილსინდისიერად, მომხმარებლის მოტყუების ან სხვადასხვა ინსტრუმენტის საფუძველზე. თამაშის წესებს, რომლებიც მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, ხარისხის სტანდარტის დაცვაზეა, სჭირდება შესაბამისი კონტროლი. არ ვამბობთ, რომ რაღაც კვოტები იყოს. მეტი რეგულაცია რომ არსებობდეს, ხარისხის კონტროლის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისითაც, შეიძლება, ამხელა, ზღვარს ზემოთ კონკურენცია არ ყოფილიყო, მაგრამ ამ პირობებში ძალიან ნორმალურად და კარგად ვართმევთ თავს და მოხარული ვართ, რომ ბაზარი იზრდება, იხვეწება, ბაზრის მოთამაშეები მეტ ინვესტიციას აკეთებენ ინფრასტრუქტურაში",- თქვა ვასილ ხორავამ.

დღეს "ფასების საპარლამენტო კომისია" ნავთობკომპანიებს უსმენს.

შეგახსენებთ, კომისია საკანონმდებლო ორგანოში თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა. მის მიზნად ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახელდება. კომისია უკვე შეხვდა რითეილ სექტორის, სადისტრიბუციო და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე, მწარმოებლებს და ა.შ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics