2026-04-28 16:51:51, 3130 ნახვა
პოლიტიკა
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი - ცნობილია საპატრიარქო კანდიდატები
სინოდის სხდომა, რომელზეც მღვდელმთავრებს საპატრიარქო კანდიდატები უნდა გამოეჩიათ, დასრულდა.
ცნობილია პატრიარქობის სამი კანდიდატი:
• სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი);
• მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);
• ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
სინოდში ამჟამად 39 მღვდელმთავარია, თუმცა დღეს ხმა 38-მა მისცა, რადგან სხდომას წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი) არ ესწრებოდა.
სამი კანდიდატის გამორჩევის შემდეგ გაფართოებული კრება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე პატრიარქს აირჩევს. გაფართოებული კრება 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,