|
2026-04-20 23:01:49, 7143 ნახვა
საზოგადოება
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მალხაზ ჯინორია ავრცელებს. "ბერი ნიკოლოზის გასვენება იქნება ხუთშაბათს, ორ საათზე უნივერსიტეტის 6ა, ჰერმესი, რიტუალების სასახლიდან პანაშვიდები 20, 21, 22 აპრილი. დაკრძალვა ჯიქიას სასაფლაოზე". - წერს ჯინორია. მრევლი ბერი ნიკოლოზის მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალვას ითხოვდა, რაზეც, მათი თქმით, კატეგორიული უარი მიიღეს. "აბსოლუტურად კატეგორიული უარი გვითხრეს, და ვინც შესული იყო - მამა ნიკოლოზის ძმა იყო უშუალოდ შესული - მთელი სულით და გულით ადამიანურად კაცმა ითხოვა, რომ "ჩემი ძმა მსახურობდა სვეტიცხოველში, მამა გაბრიელი, მისი მოძღვარი ბრძანდება მცხეთაში" და ჩვენი თხოვნა იყო... მივმართეთ ადამიანური თხოვნით. ჯერ თქვენ წარმოიდგინეთ, არცერთი ეპისკოპოსი არ მოსულა. მამა ნიკოლოზი არ იყო საქართველოს ეკლესიიდან განკვეთილი ბერი, ეს იყო დაყენებული მღვდელმონაზონი - ჩვენ როდესაც იქ მივედით, ისეთი კატეგორიული უარით გამოგვისტუმრეს, რომ არ ვიცი. მამა ნიკოლოზი დაბრძანებული არის სარიტუალო დარბაზში, რაც ყველანაირი კანონის დარღვევაა". - ამბობს მოქალაქე ჟურნალისტებთან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)