|
2026-04-17 16:44:08, 7399 ნახვა
ეკონომიკა
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
SOLO კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO-ს, Visa-სა და რეზო გაბრიაძის თეატრის პარტნიორობით, პირველად თეატრის სცენაზე, სპექტაკლის - „შერეკილების“ პრემიერა გაიმართება. მომხმარებლებისთვის გამორჩეული შეთავაზებების შექმნის მიზნით კი, SOLO Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, ბილეთების წინასწარი შეძენის პირობით ისარგებლონ. ამისათვის, ეწვიეთ ბმულს: https://tkt.ge/show/32185/the-eccentrics ინფორმაციისთვის, სპექტაკლი “შერეკილები” რეზო გაბრიაძის ლიტერატურული ნაწარმოების და ესკიზების საფუძველზე შეიქმნა. მამის მრავალრიცხოვან ჩანახატებს და ფრთოსან ფრაზებად ქცეულ „შერეკილების“ ამბავს, დადგმის რეჟისორმა, ლეო გაბრიაძემ, სცენური სიცოცხლე მიანიჭა. რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი უნიკალური თეატრალური ენა, თოჯინური თეატრის სრულიად ახალი ფორმაა, სადაც ერთმანეთს ერწყმის მაგიური რეალიზმი და პოეტური დრამა, იუმორი და სევდა, აბსურდი და სატირა. ის ერთდროულად მარტივიც არის და ძალიან ღრმაც. მთელ მსოფლიოში აღიარებული გაბრიაძის ხელოვნება, როგორც უნიკალური შემოქმედებითი მემკვიდრეობა აგრძელებს ცხოვრებას „გაბრიაძის თეატრში“. გთხოვთ გაითვალისწინოთ, თეატრში ადგილები შეზღუდულია. გაბრიაძის თეატრის სეზონის მხარდამჭერია SOLO | Visa.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)