01:10 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-17 13:53:27, 5203 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო, ამავდროულად, ვხედავთ რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი, - განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიური ფორუმზე, პანელარულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში ახლა ორი ომი მიმდინარეობს, გლობალური ლანდშაფტი ამჟამად გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება.

„მსოფლიოში - ჩვენს ირგვლივ - ახლა ორი ომი მიმდინარეობს. გლობალური ლანდშაფტი ამჟამად გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება. კონფლიქტები გავლენას ახდენს ყველაფერზე - სავაჭრო მარშრუტებზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტის დარგზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში აუცილებელია არსებითი გამოსავლის პოვნა. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ჩვენ და ჩრდილოეთ მაკედონიას ეს საერთო მიზანი გვაქვს. ამავდროულად, ვხედავთ რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი. ეს ფუნდამენტური გამოწვევებია. გარკვეული წლების განმავლობაში ევროკავშირს ჰქონდა კონკრეტული ძლიერი ასპექტები - ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. თუმცა, თუ ამჟამინდელ ევროკავშირს შევხედავთ, ამ სამივე მიმართულებით მას სერიოზული გამოწვევები აქვს. ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირში სიტუაცია სამომავლოდ შეიცვლება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics