|
2026-04-14 22:37:28, 9156 ნახვა
ეკონომიკა
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება გრძელდება. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, პროგრამა 22, 23 და 24 აპრილს ზუგდიდში გაიმართება და მასში მონაწილეობას 25-მდე მეწარმე ქალი მიიღებს. ინიციატივის მიზანია, ინოვაციური იდეების მქონე ქალი მეწარმეების მხარდაჭერა — იდეის ფორმირებიდან ბიზნესის განვითარებამდე. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით ხორციელდება. მონაწილეებს ელოდებათ პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო კურსი და ინტენსიური ვორკშოპები, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. პროგრამა ასევე მოიცავს რეკომენდაციებს დაფინანსების მოზიდვისა და ბიზნესის ეფექტიანი განვითარებისთვის, ხოლო დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, საგრანტო კონკურსში ჩაერთონ და საკუთარი იდეის რეალიზაციისთვის ფინანსური რესურსები მოიზიდონ. საქართველოს ბანკი განაგრძობს მეწარმე ქალების გაძლიერების მხარდაჭერას და მათთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც რეალურ ბიზნეს ზრდას უწყობს ხელს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)