|
2026-04-12 21:04:15, 15939 ნახვა
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
როგორც მოსალოდნელი იყო, აღდგომის დღესაც კი სრული ზავი არ ყოფილა, რუსები კი, შარშანდელი სცენარის გამეორებით, მათთვის ხელსაყრელ მონაკვეთებზე სიმშვიდეს პოზიციებზე საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებენ. გენერალური შტაბის განცხადებით, ოკუპანტებმა „ზავის“ დაწყებიდან ის 2 ათასზე მეტჯერ დაარღვიეს. ცალკეულ მონაკვეთებზე მოწინააღმდეგე აგრძელებს საიერიშო მოქმედებებს და ცდილობს დაიკავოს პოზიციები, რომლებსაც თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. უკრაინელი მებრძოლები საპასუხოდ, რა თქმა უნდა, დარტყმებს ახორციელებენ და ანადგურებენ მტერს. ასევე არ წყდება საარტილერიო და საავიაციო დაბომბვები, სხვადასხვა სახის დრონების მუშაობა. თუმცა, მოწინააღმდეგე იყენებს „სიჩუმის“ შესაძლებლობას ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე და ატარებს დაჭრილების ევაკუაციას, შემოაქვს საბრძოლო მასალა, გაჰყავს ტრუპები, აკეთებს როტაციას და აძლიერებს საკუთარ პოზიციებს. იქ, სადაც მსგავსი პროცესები მიმდინარეობს, მტერი არ ატარებს საიერიშო მოქმედებებს, არამედ აგზავნის თავის ჯგუფებს თეთრი დროშებით, როგორც ეს სურათზე ჩანს. კერძოდ, მსგავსი ქმედებები აქტიურად მიმდინარეობს გულიაიპოლეს მონაკვეთზე, ამიტომ „სააღდგომო ზავის“ შემდეგ საიერიშო მოქმედებების დინამიკის გაძლიერებას უნდა ველოდოთ. რუსები მორიგ ჯერზე ადასტურებენ თავიანთ სიცრუეს და მთელ მსოფლიოს უჩვენებენ ისტორიულ ჭეშმარიტებას - ღორისტანის სიტყვა იმ ქაღალდადაც არ ღირს, რომელზეც დაწერილია. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის განადგურებას, რომელიც აგრესიის აქტს ავლენს ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე, და არავინ აპირებს მათი მათი აქტივობის ყურებას გულზე ხელ დაკრეფილი.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)