|
2026-04-12 09:56:33, 11425 ნახვა
ევროპის ამბები
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
12 აპრილის დილით უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო; პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „ტრიუმფალურ დღეს“ ელის. ამის შესახებ Telex-ი იტყობინება. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით 10 000-ზე მეტ ადგილას დილის 6:00 საათზე გაიხსნა და დაახლოებით 7,5 მილიონი ამომრჩეველი აპირებს ხმის მიცემას საღამოს 7:00 საათზე დახურვამდე. არჩევნების დაწყებიდან 1 საათში აქტივობა უკვე თითქმის ორჯერ მეტია 2022 წლის არჩევნებთან შედარებით (დილის 07:00 საათის მონაცემებით). ის ასევე მნიშვნელოვნად აღემატება წინა რეკორდსმენს - 2002 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს (იმ დროს არჩევნები ორტურიანი იყო). კვირას დილით გამოქვეყნდა ორბანის ინტერვიუ, რომელშიც მან იმედი გამოთქვა, რომ 12 აპრილი Fidesz-ისთვის „ტრიუმფალური დღე“ იქნებოდა. ორბანის Fidesz-ის პარტიამ და ოპოზიციურმა Tisza-ს პარტიამ წინასაარჩევნო მიტინგები გამართეს. დებრეცენის უნივერსიტეტის მოედანი ოპოზიციის ლიდერის, პეტერ მადიარის გამოსვლისას გადაჭედილი იყო. მან განაცხადა, რომ 12 აპრილს მილიონობით ადამიანი დაადასტურებდა, რომ ქვეყნის ადგილი ევროპაში იყო, არის და დარჩება. მან დაჰპირდა მილიარდერებზე სიმდიდრის გადასახადის შემოღებას, საიდუმლო აგენტების ფაილების გახსნას და რუსეთის გავლენის გამოძიებას, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას. ბუდაპეშტში „ფიდესის“ საარჩევნო მიტინგზე ჯერ სიიარტომ და იანოშ ლაზარმა ისაუბრეს, შემდეგ კი ორბანმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი მიაღწევენ გამარჯვებას, რომელიც ყველას გააკვირვებს, მათ შორის საკუთარ თავსაც. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების წინ ბოლო გამოკითხვების თანახმად, პეტერ მაჯიარის ოპოზიციური პარტია „ტიზა“ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის „ფიდესს“ სხვადასხვა კატეგორიაში 9, 11 და 13 პროცენტული პუნქტით უსწრებს.
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)