|
2026-04-04 18:14:28, 7003 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იობი: დასრულდა კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა
კიდევ ერთი ქადაგება და კიდევ ერთი გზავნილი ეკლესიის ამბიონიდან - ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა, რომელსაც მორწმუნეების ერთი ნაწილი პატრიარქობის კანდიდატად განიხილავს, დღეს მრევლს უთხრა, რომ საქართველო ეპოქალური ცვლილებების ზღვარზეა. დღეს "პირველები" იმ ტაძარში იმყოფებოდა, სადაც მაღალმა იერარქმა მორწმუნებს მიმართა და საპატრიარქოს მოახლოებული არჩევნების შესახებ ისაუბრა. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ეს არის ერთი-ერთი პირველი შემთხვევა, როცა მეუფე იობის ქადაგების გზავნილებს საზოგადოება შეიტყობს. ბოლო ჟამსო კეთილმსახური მეფისა და კეთილმსახური პატრიარქის ხელში გაბრწყინდება სრულიად საქართველო - თქვა მეუფე იობმა.
სინოდის სხდომა, გუშინ საპატრიარქოში ექვს საათს გაგრძელდა. სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. მისი თქმით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ, - მაშინ, როცა სინოდი სამი კანდიდატის საკითხს განიხილავს. რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის განათლების საკითხს, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა - "მაგრამ მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნა".
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)