|
2026-03-30 16:40:45, 3939 ნახვა
ეკონომიკა
1-ელი მაისიდან სილქნეტის ულიმიტო ინტერნეტ პაკეტები ძვირდება, რეგიონში ინტერნეტი ორმაგად ძვირია
1-ელი მაისიდან სილქნეტის ულიმიტო ინტერნეტ პაკეტები ძვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
რაც შეეხება სტანდარტულ პაკეტებს, იქ ინტერნეტის მოცულობა გაიზრდება, ფასები კი უცვლელი დარჩება. გარდა ამისა, გაძვირდება სილქნეტის ოპტიკური ინტერნეტიც, თუმცა მოიმატებს სიჩქარე - კომპანიის განცხადებით, გამონაკლისი შეეხება სოციალურ დაუცველ პირებს, მრავალშვილიანი სტატუსის მქონე ოჯახებსა და 18 წლამდე შშმ პირებს. საქართველოში ინტერნეტის ფასები მსოფლიო და ევროპულ საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით არაერთგვაროვანია: მობილური ინტერნეტი შედარებით იაფი და სწრაფია, ხოლო მაღალსიჩქარიანი ფიქსირებული ინტერნეტი — საგრძნობლად ძვირი. ფიქსირებული ინტერნეტის შედარება საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი, განსაკუთრებით მაღალ სიჩქარეებზე, ევროპულ საშუალოზე მაღალია: 100 მბ/წმ სიჩქარე: საქართველოში ამ სიჩქარის ინტერნეტი 136%-ით უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის 24 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)