|
2026-03-24 12:16:01, 4258 ნახვა
ეკონომიკა
კობახიძეს მაჩნია, რომ უცხოურ ვალუტაში ანაბრები შემცირდა, რადგან ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა
"ქართული ოცნების" პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძეს მაჩნია, რომ უცხოურ ვალუტაში ანაბრები შემცირდა, რადგან ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. "10 წლის წინ, მოსახლეობის მიერ ბანკებში განთავსებული ანაბრების უმეტესობა უცხოურ ვალუტაში იყო წარმოდგენილი. დღეს, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკისა და მზარდი საზოგადოებრივი ნდობის წყალობით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც სტაბილურობას უზრუნველყოფს და ეს აქტუალური ფაქტორია საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც" - თქვა კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. აშშ დოლარში ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ლარში. საშუალოდ წლიური განაკვეთი 1.5%-დან 3%-ის ფარგლებში მერყეობს, სპეციალური შეთავაზებებისას შესაძლოა ოდნავ მაღალიც იყოს. დოლარის ანაბარი ფაქტობრივად გამორიცხავს გაცვლითი კურსის რისკს, თუ თქვენი მიზანია დანაზოგის დოლარში შენარჩუნება. ძირითადი რისკი არის დოლარის ინფლაცია, რაც ამცირებს რეალურ სარგებელს. 2026 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლარის (GEL) ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები, ბანკებისა და პროდუქტების მიხედვით, ძირითადად 8.5%-დან 11%-მდე მერყეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)