15:02 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-20 11:00:49, 1809 ნახვა

საზოგადოება
რატომ არ აღავლენს მსოფლიო პატრიარქი მსახურებას ილია II-ის დაკრძალვაზე

პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოში ჩამოვა, მაგრამ მსახურებას არ აღავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეზე დაყრდნობით ავრცელებს. 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ხუთშაბათ საღამოს რადიო თავისუფლებას კითხვაზე პასუხად მისწერა:

„არ ყოფილა დაგეგმილი [ბართლომეოსის მსახურება]. ეს ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლისგან არ გავრცელებულა და იმთავითვე არაზუსტი იყო“.

როგორც ტაბულა 18 მარტს წყაროებზე დაყრდნობით წერდა: "მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი რუსული დელეგაციებისთვის პრობლემაა. მოსკოვმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ ცალმხრივად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლთან, შესაბამისად, წირვაზე მასთან ერთად ვერ დადგება (ჩამოსვლის მიუხედავად)".

როგორც გამოცემა წერს, მსოფლიო პატრიარქისთვის ლიტურგიის გაძღოლის არშეთავაზების შესაძლო მიზეზი სწორედ რუსეთის ეკლესიისთვის შექმნილი უხერხულობის თავიდან არიდება იყოს. 

ამასთან, საპატრიარქოს, შესაძლოა, არ სურდეს წირვაზე მსოფლიო პატრიარქმა მოიხსენიოს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე, რომელსაც ავტოკეფალიის ტომოსი შვიდი წლის წინ უბოძა და ამდენივე წელია საქართველოს საპატრიარქო მას გულდასმით კუთხულობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics