|
2026-03-09 11:21:56, 8300 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საიამ მე-3 საჩივარი გაიგზავნა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რეჟიმის პატიმრის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-3 საჩივარი გააგზავნა. ორგანიზაციის განცხადებით, ის ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობას ეხება. "2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მოქმედებებით დააკავეს, რის შემდეგაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო. პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებით ემუქრებოდა. იქვე მან ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს. მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის შენობაშიც გაგრძელდა. გარდა ამისა, მას რამდენიმე საათის განმავლობაში უფლება არ მიეცა, ადვოკატის მომსახურებით ესარგებლა, ადვოკატების დასწრების გარეშე გაჩხრიკეს და დამცირების მიზნით, ხელბორკილები ზურგს უკან დაადეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები - კერძოდ:
საია-ს განცხადებით, მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე დამოუკიდებელ და ობიექტურ გამოძიებას სახელმწიფო ამ დრომდე ვერ უზრუნველყოფს. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე, ადგილობრივ დონეზე იმის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულდება". - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)