|
2026-03-06 13:03:13, 9212 ნახვა
ეკონომიკა
6-7-8 მარტს „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბაზარი ორბელიანზე“ ბრუნდება. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბანკთან და ბაზარი ორბელიანთან პარტნიორობით ხორციელდება. პირველი გამოფენა-გაყიდვა 6–7–8 მარტს გაიმართება და სწორედ ამ ღონისძიებით იწყება ერთწლიანი პროექტი. შემდგომში, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში (პარასკევი–შაბათი–კვირა), „ბაზარი ორბელიანი“ მეწარმე ქალებს საკუთარ სივრცეს დაუთმობს, რათა სტუმრებს მრავალფეროვანი და უნიკალური პროდუქცია წარუდგინონ. თუ გსურთ აღმოაჩინოთ ადგილობრივი ბრენდები, შეიძინოთ განსხვავებული და ხარისხიანი პროდუქცია და ამავდროულად მხარი დაუჭიროთ მეწარმე ქალებს - „ბაზარი ორბელიანი“ გელოდებათ. აქ შეძლებთ აღმოაჩინოთ ქართველი მეწარმე ქალების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, კოსმეტიკა, ტკბილეული და კიდევ ბევრი საინტერესო პროდუქტი. ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)