|
2026-02-27 13:28:57, 5979 ნახვა
ეკონომიკა
ჯეი დი ვენსი გამორიცხავს, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ომში ჩაერთოს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის აზრი, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვიქნებით ახლო აღმოსავლეთის ომში, რომლის დასასრული არ ჩანს - არ არსებობს შანსი, რომ ეს მოხდეს“, - აღნიშნა ვენსმა. ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ იცის, როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი ტრამპი ირანთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ის და პრეზიდენტი „უცხოური სამხედრო ჩარევების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები“. ვენსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტას ამჯობინებს. თუმცა, მისი თქმით, ეს „დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოიმოქმედებენ და რას იტყვიან ირანელები“. ცნობისთვის, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ომანის შუამავლობით, გუშინ ჟენევაში გაიმართა. შეხვედრამ შეთანხმების გარეშე ჩაიარა, თუმცა, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიდ ბადრ ალბუსაიდიმ განაცხადა, რომ მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს და რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)