|
2026-02-23 22:53:33, 2815 ნახვა
სამართალი
დააკავეს სამი პოლიციელი რომლებიც მოქალაქეებს განყოფილებაში სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ
ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შსს-ის სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს: "საქართველოს პროკურატურამ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ივლისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით მივლინებულები იყვნენ აჭარის რეგიონში. ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობისას, აღნიშნულმა პირებმა, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში სამი მოქალაქე მიიყვანეს, რა დროსაც გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მიაყენეს მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც არსებითად დაარღვიეს ფიზიკური პირების უფლებები და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. ფაქტზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მომართვის საფუძველზე დაიწყო. სამივე ბრალდებული 2026 წლის 23 თებერვალს, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს" - ნათქვამია განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)