|
2026-02-23 11:33:58, 1818 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლის უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ შეინახეს და შემდგომი რეალიზაციისთვის გადაზიდეს აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების („BELUGA“, „GREY GOOSE“, „NEFT“, „ABSOLUT“, „СНЕЖНЫЙ БАРС“, „SVEDSKAY“) ალკოჰოლური სასმელი, რომლის სავარაუდო ღირებულება 140 000 ლარს აღემატება. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები უაქციზო პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დააკავა. ამ ეტაპზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." | ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)