|
2026-02-12 03:33:18, 728 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: 2012 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვარ, ვისაც ყველანაირად თავს ესხმიან
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური ოპონენტებისგან თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გახდა, რომლის მთავარი მიზეზიც ქვეყნის სიყვარულია. როგორც მან სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა, ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გააჩნია, ოჯახი, შვილები და მის მიმართ ქართველი ხალხის დამოკიდებულებაა. „ეს არ არის ბოლო შემთხვევა. განსაკურებით ბოლო წლების განმავლობაში თავდასხმის ობიექტი ვარ და ბრალდებების სპექტრიც მრავალფეროვანია. 2012 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვარ, ვისაც ყველანაირად თავს ესხმიან. თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, იკადროს, ყველაფერი გააკეთეს. არ არსებობს არანაირი „წითელი ხაზი“. ისინი ორ რამეს ვერ მპატიობენ - ქვეყნის მიმართ სიყვარულს და იმ გუნდთან ერთად დგომას, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. ყველაფერ სიბიძურეს, თუ რაიმე მოაფიქრდებათ, შეთითხნილი და შეთხზული ჭორებით ავრცელებენ და ა.შ. ეს მე ვერაფერს დამაკლებს. მათ ყველაზე მეტად რისიც ეშინიათ, არის ის, რომ ქართველ ხალხს ჩემს მიმართ აქვს გარკვეული დამოკიდებულება, რაც ეს შემთხვევით არ მოსულა. ეს არის ის, რასაც მე წლების განმავლობაში ვაშენებ. ბევრჯერ მითქვამს, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია, ეს არის ჩემი ოჯახი, შვილები, ქართველი ხალხის პატივისცემა და სიყვარული ჩემს მიმართ, რასაც ძალიან ვუფრთხილდები და ვამაყობ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)