|
2026-02-10 11:45:58, 606 ნახვა
პოლიტიკა
მედია: იაპონია უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ნატო-ს პროგრამას შეუერთდება
NHK WORLD-JAPAN-ი წერს, რომ ნატოს ოფიციალური პირების ინფორმაციით, იაპონია გეგმავს შეუერთდეს ნატოს მიერ მართულ ინიციატივას, რომლის მიზანიც უკრაინისთვის აშშ-ში წარმოებული საბრძოლო მასალისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაა. NHK-ის ცნობით, აღნიშნული მექანიზმი ნატომ და შეერთებულმა შტატებმა 2025 წლის ივლისში შექმნეს, რათა კოორდინირებულად განხორციელდეს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვა და მიწოდება. ინიციატივაში მონაწილეობას უკვე 20-ზე მეტი ნატოს წევრი ქვეყანა გეგმავს, მათ შორის გერმანია და ნიდერლანდები. მხარდაჭერას უერთდებიან ავსტრალია და ახალი ზელანდიაც. ამ ჩარჩოს ფარგლებში უკრაინას უკვე მიეწოდა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები და სხვა აღჭურვილობა. ნატოს რამდენიმე მაღალჩინოსანმა NHK-ს განუცხადა, რომ იაპონია უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გამოაცხადებს ინიციატივაში ჩართვის გადაწყვეტილებას. მათი თქმით, ტოკიო უკრაინას მხოლოდ არასასიკვდილო თავდაცვითი დანიშნულების აღჭურვილობის დაფინანსებას შესთავაზებს, მათ შორის შესაძლოა იყოს რადარის სისტემები და ტყვიაგაუმტარი ჟილეტები. ოფიციალური პირების ინფორმაციით, იაპონიამ საკუთარი გეგმის შესახებ უკვე გააცნო ინფორმაცია ნატოს არაერთ წევრ ქვეყანასა და უკრაინას. ერთ-ერთმა ნატოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არასასიკვდილო აღჭურვილობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და იაპონიის ჩართვა ამ ინიციატივაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)