13:12 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-22 12:21:54, 1331 ნახვა

ეკონომიკა
კახა ბექაური: სატელეკომუნიკაციო სერვისებზე მაღალი ფასები კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, „ტელეიმედის" ეთერში ComCom-ის ბოლო 10 წლის საქმიანობა შეაჯამა, რომლის ფარგლებშიც, სატელეკომუნიკაციო სექტორის გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, ტელეკომ ბაზარზე კვლავ არაერთი გამოწვევა რჩება, თუმცა მთავარი სატელეკომუნიკაციო სერვისებზე არსებული მაღალი ფასებია.

კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ კომისია ბოლო წლებია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობს და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს: „კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, კომისიამ კომპანია „მაგთიკომი" მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო და ფიქსირებულ და მობილურ ბაზრებზე რიგი ვალდებულებები დააკისრა." - განაცხადა ComCom-ის თავმჯდომარემ.

კახა ბექაურის თქმით, რეგულაციები მიღებულია, თუმცა გამოწვევები რჩევა, კომისია დაითვლის ფასს, რომლის მიხედვითაც მცირე ოპერატორებს ექნებათ შესაძლებლობა დიდი ოპერატორების ინფრასტრუქტურა გამოიყენონ, რაც საბოლოოდ ხარისხზე და მომხმარებლებზე აისახება.

ComCom-ის თავმჯდომარემ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, შემზღუდველი გარემოს გამოსწორების მიზნით, კომისიამ „მაგთიკომს" ქსელის გაზიარების ვალდებულებასთან ერთად, სატარიფო რეგულირების ვალდებულებები განუსაზღვრა. მისივე თქმით, ეს უზრუნველყოფს დაშვების მსურველი კომპანიებისთვის სამართლიან პირობებს ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გადაცემაში საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ ეს ნაბიჯები საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოებს მთავარ მიზანთან - გახდეს რეგიონული ციფრული ჰაბი: „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საშუალებით, საქართველოს აქვს ბუნებრივი უპირატესობა და  შესაძლებლობა გახდეს რეგიონის ციფრული ჰაბი და მოიზიდოს ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები როგორიებიცაა გუგლი, ამაზონი, მეტა, მაიკროსოფტი და სხვები."- განაცხადა კახა ბექაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სანქციებია საჭირო - ევროპარლამენტარი პოლიციის მიერ ხალხის ცემაზე
ანა ნაცვლიშვილი პოლიციის მიერ ადამიანების ცემა-წამებაზე შსს-ს კითხვებით მიმართავს
კუპრაძე პოლიციელების ძალადობაზე - დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics