|
2026-01-19 11:37:50, 1161 ნახვა
სამართალი
ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დაკავებულია - TV პირველი
სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე დაკავებულია. მისი ძმა რკინიგზის მაღალჩინოსანი კობა ხუნდაძე კი ციხიდან გაათავისუფლეს | ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს. ირკვევა, რომ კობა ხუნდაძე თვე-ნახევრის წინ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ვლადიმერ ხუნდაძე ლილუაშვილის კლასელი იყო, ლილუაშვილი კი მისი მეჯვარე. "დიახ, როგორც გავიგე ასეა. მისი ძმა გამოუშვეს და ეს ჩაბარდა. მისი ძმა რატომ გამოუშვეს არ ვიცი. მისი ძმა გირაოთი გამოუშვეს ეს კი ჩაბარდა. ეს მოხდა თვე-ნახევრის წინ. მისი ძმა კობა გირაოთი გაუშვესო და ვლადიმერი კი ჩაბარდაო. ეტყობა თავის თავზე აიღო ვლადიმერმა. მკურნალობა ჩაიტარა თურქეთში ოპერაცია. მერე რომ გაიგო ძმის დაპატიმრების ამბავი, ჩამოვიდა და ჩაბარებულა. მე კი არ მომეწონა რომ ჩაბარდა, მაგრამ რა ვიცი" | ამბობს ადვოკატი ზურა ტაბიძე. "მე ვიცი ეს ხალხი, მაგრამ ეს ჩვენს საქმესთან ხომ არაფერ შუაშია და რა ვიცი. არ მაქვს უფლება საქმის მასალებზე გესაუბროთ. ზოგადად კობას და მის ძმას ვიცნობ. ეს ინფორმაცია თქვენგან გავიგე. ე.ი. აღკვეთი შეუცვალეს კობას ხომ? ვლადიმერზე როგორც ვიცი იყო ბრალდება წაყენებული სხვა ეპიზოდზე, ფალსიფიკაციის თემაზე. მე არაფერი მსმენია" | ამბობს გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი 22 ოქტომბერს პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი - კობა ხუნდაძე. ხუნდაძეს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. 31 ოქტომბერს კი პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების თანახმად, ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას. ვლადიმერ ხუნდაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა, ადვოკატი ამბობდა, რომ ხუნდაძემ მის მიმართ დაწყებულ სისხლისამართლებრივ დავაზე ინფორმირებული არ იყო და ის ჯანმრთელობის პრობლემების გამო თურქეთში იმყოფებოდა.
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)