21:25 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 09:58:40, 12705 ნახვა

სამართალი
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯაფარიძის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

„ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია! პენიტენციურმა სამსახურმა გაფრთხილებულ დროზე ადრე გამოუშვა და მან რუსთავის ციხე უკვე დატოვა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს დარბაზში დააკავეს და წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს
 წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გაასამართლეს და დააპატიმრეს: ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი

 ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო "საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების" მუხლებით. პროცესები 24 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ  ვადამ 2 თვით გადაიწია, შესაბამისად სავარაუდოა, რომ ოპოზიციონერები  ჯერ დატოვებენ საპატიმროს და შემდეგ გახდება ცნობილი, ისევ შეაბრუნებენ თუ არა მათ ციხეში. გარდა ამისა, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე [ბუტა რობაქიძის] 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ირაკლი ოქრუაშვილს, ხოლო წელიწადნახევარი მიუსაჯეს ნიკა მელიას, მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics