19:31 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-01 13:46:52, 1718 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი BBC-ის გამოძიებაზე: I მსოფლიო ომისას არა, დიდგორისას იყო გამოყენებული ეს იარაღი

ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი და ეხმაურება BBC-ის გამოძიებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

"სად პოულობთ ასეთ ინფორმაციებს? BBC-ის რა რეიტინგიც აქვს, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება - ისწავლეთ, იმეცადინეთ. BBC-ის მიმართ რა რეიტინგი და ნდობაც არსებობს ამერიკის პრეზიდენტს დაესესხეთ და ნახავთ, როგორი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს BBC-ის.

მე ვიცი, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი კი არ იყო გამოყენებული, დიდგორის ომის დროს იყო და ჩვენ გვაქვს ამის ინფორმაცია, რომ დიდგორის ომის დროს იყო ეს იარაღი გამოყენებული, დაახლოებით ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს, შეიძლება უფრო ადრეც, გორგასლის დროინდელიც შეიძლება იყო. [...]

თქვენ ახლა ამ ზღაპრებს როცა მიყვებით, ეს არის ის მოცემულობა, როდესაც საქართველოს სულ სხვა მიმართულება აქვს და BBC რომ აქვეყნებს, მათ შორის, საერთაშორისო რეიტინგებს, იმას რატომ არ უთითებთ, საქართველოსთან დაკავშირებით?", - ამბობს ის. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics