|
2025-11-19 16:57:28, 1191 ნახვა
ეკონომიკა
„ჯილი ცენტრი თეგეტამ“ წელიწად-ნახევარში 120-ზე მეტი Geely Coolray გაყიდა
„ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში წელიწად-ნახევრის განმავლობაში 120-ზე მეტი Geely Coolray გაყიდა. კომპაქტური ქროსოვერი, რომელიც ბაზარზე 2024 წლის დასაწყისში შემოვიდა, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად გაყიდვად მოდელად იქცა და ამჟამად მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია. Geely Coolray-ს შეძენით არა მარტო საცალო მომხმარებელი, არამედ კორპორაციული სეგმენტიც დაინტერესდა - ბრენდი საქართველოში უკვე არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობს. გიორგი შაქარაშვილი, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმ ფონზე, რომ „ჯილი ცენტრი თეგეტა“ 10-ზე მეტ სხვადასხვა მოდელს ყიდის, მათ შორის, ჰიბრიდებს, დამუხტვად ჰიბრიდებს, ელექტრომობილებსა და ბენზინის ძრავის მქონე ავტომობილებს. გასულ წლებში ჯერ კიდევ არსებობდა გარკვეული სტერეოტიპები ჩინურ ავტომობილებთან დაკავშირებით, თუმცა, როდესაც ერთი კონკრეტული მოდელის გაყიდვები ასეთ დროში 120+ ერთეულს აღწევს, ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მაჩვენებელი და დიდი წარმატებაა. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ისიც, რომ ჩვენს მომხმარებლებს შორის, საცალოსთან ერთად, კორპორაციული სეგმენტიც აქტიურობს“.
სწორედ Coolray იყო ერთ-ერთი პირველი მოდელი, რომლის გაყიდვებიც „ჯილის“ ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთანავე დაიწყო და „ჯილი ცენტრი თეგეტას“ ერთგვარ საიმიჯო მოდელად იქცა. მისი პოპულარობა კი მეტწილად იმან განაპირობა, რომ ავტომობილი ბიუჯეტური კლასისაა, თუმცა ავტომოყვარულებს ყველა იმ მახასიათებელს სთავაზობს, რომლებიც თანამედროვე ავტომობილებს უნდა ჰქონდეს.
Geely Coolray 1.5-ლიტრიანი ტურბო ბენზინის ძრავიანი კომპაქტური SUV-ია, რომელიც მაღალი დონის აღჭურვილობით გამოირჩევა: უსაფრთხოების სისტემები, ადაპტიური კრუიზ-კონტროლი, ავტოპარკინგი, ავტომატური დამუხრუჭება, პანორამული ჭერი, 360-გრადუსიანი კამერები, დისტანციური დაქოქვა და სხვა ფუნქციები, რომლებიც ამ საფასო კატეგორიაში აქამდე ბაზარზე არ არსებობდა. გარდა ამისა, ეს მოდელი ეკონომიურობითაც გამოირჩევა. Coolray საქართველოს ბაზარზე ევროპული სპეციფიკაციით შემოვიდა, 4-წლიან ოფიციალურ გარანტიასა და ავტორიზებულ სერვისთან ერთად, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებელთა ნდობა. ამ მოდელის პოპულარობა განაპირობა არა მხოლოდ ფასმა და აღჭურვილობამ, არამედ გამძლეობამაც - გაყიდულ ავტომობილებზე საგარანტიო შემთხვევები პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ავტომობილს უკვე 70 000 კმ-ზე მეტი აქვს გავლილი. ამჟამად „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ Coolray-ს მარაგი თითქმის სრულიად ამოწურულია. თუმცა ჩინური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ამ სეგმენტში მომხმარებლისთვის სიახლის შეთავაზებას გეგმავს - ნოემბრის ბოლოს „ჯილი ცენტრი თეგეტას“ შოურუმში Coolray-ს მემკვიდრე - Geely Atlas Cool გამოჩნდება. ახალი მოდელი შოურუმში სხვადასხვა ფერითა და კომპლექტაციით იქნება წარმოდგენილი.
Atlas Cool Coolray-ს ზომის კომპაქტური ქროსოვერია, თუმცა კიდევ უფრო თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, გაუმჯობესებული აეროდინამიკითა და ერგონომიკით, განახლებული ინტერიერითა და დამატებითი ფუნქციებით. ახალი მოდელის ფასი მისი წინამორბედის იდენტურ საფასო კატეგორიაში დარჩება. Atlas Cool განკუთვნილია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის, მათ შორის, როგორც ოჯახებისთვის, ისე კომპანიებისთვის. Atlas Cool „ჯილი ცენტრი თეგეტას“ შოურუმში შეზღუდული რაოდენობით იქნება წარმოდგენილი და დაინტერესებული პირები ტესტ-დრაივის დაჯავშნას მიმდინარე თვის ბოლოდან შეძლებენ. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)