03:02 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-06 14:09:40, 999 ნახვა

სამართალი
გიორგობიანი ჯაკო ჩარკვიანს დაუკავშირდა - ჯგუფური ძალადობის ბრალდებით კიდევ 4 პირი დააკავეს

თბილისის პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 4 პირი დააკავა, მათ შორის, 1996 წელს დაბადებული ჯაკო ჩარკვიანი. ასევე, 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ. 

ამავე საქმეზე, ძალადობის ორგანიზებისთვის უკვე დაკავებულია ქართული ოცნების მხარდამჭერი მანჩო გიორგობიანი. წარდგენილი მუხლები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მანანა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის თანამშრომლებს - 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს -1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს. ის ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს 
გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი კიდევ ერთი პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

ამასთან, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი დაკავებულის ჯ.ჩ.-ს მიერ სავარაუდოდ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  126-ე და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს" - წერს შსს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics