12:56 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-20 10:48:14, 917 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისარი მარტა კოსი - საქართველოს მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული

მათ (ქართველებს) ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა მთავრობას. როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხსევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, - ამის შესახებ განაცხადა მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარში. 

"განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს, საქართველოს მოსახლეობამ ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში აჩვენა, ასევე გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა მთავრობას. როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. ოპონენტები, როგორც იცით, დაპატიმრებულები არიან, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხმას კი ახშობენ. ამიტომ, ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი - თქვა  ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარში. - განაცხადა უმაღლესმა ევროკომისარმა.


 დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. საბჭოს შეხვედრა თბილისის დროით 11:15 საათზე დაიწყება და მას EU-ს უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics