20:12 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-04 11:03:26, 1314 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი იგორ ნარმანიას, რომელსაც თავს დაესხნენ, აფერისტს უწოდებს

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ენმ-ის წევრ იგორ ნარმანიას, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, აფერისტს უწოდებს, მასზე თავდასხმას კი - ფეიკს.

"მგონი ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო ნახევარსაათიანი ფეიკი, რომელიც ნაცმოძრაობას სჩვევია ხოლმე. პირველადი მონაცემებით, გაირკვა რასთანაც იყო საქმე. თავად ნაცმოძრაობის ახალგაზრდულ აქტივისტებს ჰქონდათ კონფლიქტი, დაუპირისპირდნენ ეკლესიის წარმომადგენელს, როგორც ჩვენ გავარკვიეთ ამ წინასწარი მონაცემებით. ნაცმოძრაობის 20-მდე აქტივისტი იყო და ორი ახალგაზრდა გამოესარჩლა ეკლესიის წარმომადგენელს. ამის ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი. ახლა 20 ადამიანს 2 თუ მოერია, ნაცმოძრაობის საქმე ცუდად ვერ ყოფილა. რაც შეეხება იგორ ნარმანიას, ასეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი რომ არის ადამიანი, რა სპექტაკლებიც მან გუშინ დადგა, ეს აჩვენებს რას ნიშნავს ნაცობა. ასე რომ, ნაცობას ასაკი არ აქვს. ნარმანიას რაც შეეხება, ასეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი, ჩანს, რომ დიდი მომავალი აქვს ნაცმოძრაობის იდეოლოგიაში იმიტომ, რომ ასეთი ხალხია შემდეგ, რომელიც სააკაშვილის მოდელით იზრდება და ბოლოს ვიღებთ ხოლმე ისეთ ხალხს, როგორიც სააკაშვილი და მსგავსი არიან"- თქვა პაპუაშვილმა.

მეტეხის ხიდთან ახალგაზრდა აქტივისტებს თავს 3 ოქტომბერს დაესხნენ.

ადგილზე მყოფი ადამიანების განცხადებით, დაახლოებით, 7 ადამიანი აქტივისტებს სხვადასხვა ბლაგვი საგნით გაუსწორდა. 

აღნიშნულის შედეგად თავზე დაზიანებები მიიღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა იგორ ნარმანიამ და კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics