23:31 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-26 20:24:18, 1658 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების პრემიერი სერიოზულად თვლის, რომ რუსულმა კანონმა უზრუნველყო პოლარიზაციის შემცირება

წლების განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ზუსტად იგივე გამოწვევები, მათ შორის მიზანმიმართული თავდასხმა პოლიციაზე, პოლიციელებზე, სამართალდამცავ სტრუქტურებზე, მათი იმიჯის დაზიანების, დაკნინების მცდელობა და ეს ყველაფერი ხდებოდა გარე დაფინანსებით, მათ შორის, იმ ფონდების დაფინანსებით, რომლებიც ნახსენებია პრეზიდენტ ტრამპის შესაბამის განცხადებაში, - ამის შესახებ ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

"ოცნების" მთავრობის მეთაურის თქმით, ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ, ხელისუფლებამ მიიღო კანონი „გამჭვირვალობის შესახებ", რომელმაც  ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება უზრუნველყო.

„ეს არის ჩვენთვისაც გამოწვევა და როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ მივიღეთ ჩვენ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ", წარმატებით დავამტკიცეთ და ამ კანონმა უზრუნველყო უკვე პოლარიზაციის შემცირება ჩვენს ქვეყანაში. დღეს რომ იგივე ძალები ისეთივე წარმატებით ვეღარ ახერხებენ გარედან პოლარიზაციის, რადიკალიზმის დაფინანსებას, ეს არის სწორედ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის დამსახურება. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არავის მივცეთ გარედან პოლარიზაციის გაღვივების საშუალება,"- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics