|
2025-09-12 11:16:47, 5726 ნახვა
ომი უკრაინაში
დრონებით შეტევა იყო პეტერბურგის მახლობლად მდებარე საზღვაო პორტზე
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ლენინგრადის ოლქის ქალაქ პრიმორსკის პორტზე. ადგილობრივი ხელისუფლება ერთ-ერთ გემზე ხანძრის გაჩენას ადასტურებს. პრიმორსკი ლენინგრადის ოლქის მთავარი ქალაქიდან, სანქტ-პეტერბურგიდან 75 კილომეტრშია. ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეში მდებარე პრიმორსკის პორტში განთავსებულია რუსეთის ნავთობკომპანია „ტრანსნეფტის“ ტერმინალები, სადაც მაგისტრალური ნავთობსადენებიდან იღებენ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, ინახავენ და ტანკერებზე ტვირთავენ შემდგომი ტრანსპორტირებისთვის. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს ტელეგრამ-არხზე დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნდა მოკლე შეტყობინება, რომ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ერთ-ერთ გემზე ხანძარი გაჩნდა. მალევე დროზდენკომ გაავრცელა ცნობა, რომ გემზე „ღია წვა ლიკვიდირებულია“ და „ნავთობპროდუქტების ჩაღვრის საფრთხე არ არის“. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. განახლება: გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე დილის რვა საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ხანძარი გაჩნდა საქაჩ სადგურზეც. დროზდენკოს თანახმად, ცეცხლი უკვე ჩააქრეს და არავინ დაშავებულა. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ რეგიონში გაანადგურა 30-ზე მეტი დრონი. დროზდენკოს თანახმად, ნამსხვრევების ჩამოცვენა დაფიქსირებულია ქალაქებში, ვსევოლოჟსკსა და ტოსნოში და სოფლებში, პოკროვსკოესა და უზმინოში. გუბერნატორის ცნობითვე, არავინ დაშავებულა. სამრეწველო ქალაქი ვსევოლოჟსკი უშუალოდ ესაზღვრება ქალაქ სანქტ-პეტერბურგს. ვსევოლოჟსკიდან 50 კილომეტრშია ქალაქი ტოსნო, რომელიც სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს. ეს ქალაქები 100 კილომეტრზე მეტი მანძილით არიან დაშორებული პრიმორსკის პორტს. 12 სექტემბერს, დრონებით შეტევის გამო დროებით დახურეს პეტერბურგის აეროპორტი „პულკოვო".
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)