|
2025-09-10 11:47:52, 1916 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე აქციაზე - რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება და აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის
თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, იმ მოქალაქეების მიზანი, რომლებიც ყოველდღიურად აქციებს აანონსებენ, ძალიან მარტივია - როგორმე დაძაბულობა შემოიტანონ და ხელი შეუშალონ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მმართველი გუნდი ამომრჩეველს ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას დასრულებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ, ოპოზიცია კი მხოლოდ და მხოლოდ იმ მოქალაქეების კრიტიკითაა დაკავებული, რომლებიც მათ მხარს არ უჭერს. „საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. მიზანი ძალიან მარტივია - როგორმე შემოიტანონ დაძაბულობა. მათ ყურადღებას არავინ აქცევს. ხომ ხედავთ გაუბედურებული, 30 აკაცუკი რა მდგომარეობაშია - „გაფარჩაკებულები“ არიან, არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ. ჩვენ ყოველდღიურად ვაანონსებთ გზების პროექტების დასრულებას, სიახლეებს, ისინი აანონსებენ აქციებს; ჩვენ ყოველდღიურად საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალ პარკებთან, დასრულებულ სკვერებთან, რეაბილიტირებულ რეკრეაციულ არეალებთან დაკავშირებით, ისინი კეტავენ ქუჩებს და უდიდეს დისკომფორტს უქმნიან ადამიანებს; ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩევლებს, ვესაუბრებით ქვეყნის მომავალზე, თბილისთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე, ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან - რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება, აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის და მერე უკვირთ, „ქართულ ოცნებას“ და პირადად მე, რატომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)