|
2025-09-06 19:34:49, 1650 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ გიორგი ახობაძის განაჩენი გაასაჩივრა
საქართველოს პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. აღნიშნულ ინფორმაციას გიორგი ახობაძის ადვოკატი, მარიამ მაძღრაშვილი ავრცელებს. „გუშინ გიორგის საქმეზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა პროკურორმა. ბრძოლა გრძელდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. იქ შევხვდებით“, - წერს მარიამ მაძღარაშვილი „ფეისბუქზე“. ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე 2025 წლის 6 აგვისტოს სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)